|
2019-11-30 10:23:39, 2858 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ანგარიში გავუწიეთ პარტნიორების რჩევას, რომ ოპოზიციას შევხვედროდით - მოვისმენთ, რა წინადადებები აქვთ
„მოვისმენთ, რა წინადადებები აქვთ, რა არგუმენტები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორებს გაუწია ანგარიში და შეხვედრას სწორედ ამიტომ დათანხმდა. „პოლიტიკური პროცესი უნდა დაბრუნდეს პარლამენტში, უნდა დაბრუნდეს კონსტრუქციულ ფარგლებში. დღეს როგორც ვხედავთ, ეს შეხვედრა შედგება და ვნახოთ... ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ხდება ეს მნიშვნელოვანი მოწოდება, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. წინ გვაქვს 2020 წლის არჩევნები და უნდა მოვემზადოთ ამისთვის. მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც აიღოს პასუხისმგებლობა და ჩაერთოს იმ პროცესში, რასაც ჰქვია დემოკრატიული არჩევნებისთვის მომზადება. ჩვენ მზად ვართ, გავითვალისწინოთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევა, მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას დღეს, იქნება ეს ე.წ. გერმანული მოდელი თუ სხვა ნებისმიერი საკითხი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი პოზიციები, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხდეს არგუმენტების გაცნობა. არაერთხელ მოვუწოდეთ ოპოზიციას, რომ დაბრუნებულიყო ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიციის ნაწილი მაინც აგრძელებდა დესტრუქციულ ქმედებებს. ვფიქრობთ, ასევე იმაზეც, რომ მივცეთ ოპოზიციას ნებისმიერი დრო, თუ ისინი ფიქრობენ, რომ დესტრუქციით და პიკეტოლოგიით არის შესაძლებელი პოლიტიკის კეთება, რაიმე შეთანხმების მიღწევა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და მზად ვართ მოვუსმინოთ ოპოზიციას, რა წინადადებები აქვთ, რა არგუმენტები აქვთ, გვესმოდა სხვადასხვა მოდელებზე საუბარი. ამ ფორმატში კონკრეტული არგუმენტების განხილვა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)