|
2019-11-28 19:21:26, 1415 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: როდესაც ოპოზიცია დაბრუნდება კონსტრუქციულ რეჟიმში, მათთან ყველა თემაზე ვილაპარაკებთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან დიალოგის დაწყების წინაპირობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნდება, საუბარი ნებისმიერ თემაზე იქნება შესაძლებელი. „მე და ჩემმა კოლეგებმა დღეს გავაკეთეთ განცხადება და აღვნიშნეთ, რომ - დიალოგის რეჟიმი ყოველთვის არის მისაღები. ეს პროცესი კი მანამდე არ დაიწყება, სანამ ოპოზიციის წარმომადგენლები მიწაზე არ დაეშვებიან და არ მიხვდებიან, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები მხოლოდ და მხოლოდ მათ მარგინალიზაციას უწყობს ხელს და მეტს არაფერს. რეალურად, როდესაც ისინი დაბრუნდებიან კონსტრუქციულ რეჟიმში, ვილაპარაკებთ ყველა თემაზე. ვილაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე, მაგრამ რაც გონებასთან და აზრთან ახლოს იქნება. „გერმანულ მოდელს", რომ გვთავაზობდნენ ერთი კვირის წინ და ახლა მესიჯებს ცვლიან. ნახეთ თუ რა გაკვეთილები ჩაუტარა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს. აღსანიშნავია ისიც თუ ვინ უდგათ გვერდში და ნაციონალური მოძრაობა, რომ გიპროტესტებს, ესეც პარადოქსულია. მოკლე ექსკურსს გავაკეთებ და ვიტყვი მაგალითად, რომ ნაცმოძრაობა გვიპროტესტებს ოკუპაციას, როდესაც მათ დაკარგეს და ჩააბარეს ტერიტორიები. ისინი წავიდნენ მერე ორ თვეში და ხმა მისცეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ „ომი საქართველოს დაიწყო". ეს „გაუპრავეს" და ისინი გვიპროტესტებენ ოკუპაციას. ისინი აპროტესტებენ პროპორციულ სისტემაზე ვადაზე ადრე გადასვლას, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ სხვათა შორის, მაშინ როდესაც ყველას კარგად გვახსოვს, რომ პროპორცია - 50 მაჟორიტარი და 100 პროპორციული შეცვალეს მაჟორიტარების სასარგებლოდ. მემორანდუმს უფორმებდნენ ე.წ. ოპოზიციურ პარტიებს, რომ 40 მაჟორიტარით გაეზარდათ და მაშინ ევროპელი კოლეგების მხრიდან ატყდა ერთი ამბავი და ამის უფლება არ მისცეს. ეს ხალხი დღეს აპროტესტებს 2020 წელს რომ ვერ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)