20:59 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 17:38:03, 1303 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად დაიწყოს მუშაობა ფისკალური საბჭოს შექმნაზე

„ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად დაიწყოს მუშაობა ფისკალური საბჭოს შექმნაზე“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

„ჩვენ უკვე გვაქვს შესაძლებლობა მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად დაიწყოს მუშაობა ფისკალური საბჭოს შექმნაზერაც შეეხება ფისკალურ ჩარჩოს, ფისკალურ წესებს, გამჭვირვალობას და ფისკალური რისკების მართვას, ჩვენ ამ   მიმართულებით საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ,  რაც უკვე საშუალებას გვაძლევს მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად ვიფიქროთ ფისკალური საბჭოს შექმნაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა   საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტი მთავრობამ წარმატებით შეასრულა.

„ფისკალური საბჭოს შექმნა კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს ევროკავშირის სტანდარტს. საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც  აკვირდება მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას და არის მიუკერძოებელი მაკონტროლებელი. ასევე, უზრუნველყოფს  ფისკალური პოლიტიკის  მდგრადობასა და სტაბილურობას," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics