20:59 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 17:23:36, 1265 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის იანვრიდან, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესზე

ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის იანვრიდან, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესზე

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფისკალური გამჭვირვალობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ფისკალური გამჭვირვალობის მთავარი კომპონენტებია, საბიუჯეტო პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ასევე, პარტნიორების ინფორმირება მთავრობის გეგმებისა და სტრატეგიის თაობაზე. მისი თქმით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაკეთდა და მთავრობა გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.

„აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით, შემუშავდა ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული პლატფორმა, რომლის  მეშვეობითაც, მოქალაქეებს 2020 წლის იანვრიდან, შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესზე და საკუთარი აზრი გამოხატონ ბიუჯეტის დაგეგმვის მიმართულებით. ასევე, აქტიურად ჩაერთონ თითოეული უწყებისა და პრიორიტეტების დაფინანსების განსაზღვრაში", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ბიუჯეტის ღიაობის ინდექსით", საქართველო 82 ქულით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა და ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ შვედეთს და ნორვეგიას აქვთ ჩვენზე უკეთესი შედეგი.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics