|
2019-11-28 12:53:41, 1564 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი: ერთ-ერთი გამოწვევა, რაც ქვეყნის განვითარებას წინ უდგას, მომდინარეობს ექსტრემისტული ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან
„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რაც ქვეყნის გრძელვადიან სტაბილური განვითარებას და მშვიდობას წინ უდგას, მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის, კოლეტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპოზიციის ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია. „მე მინდა როგორც მთავრობის წევრმა და და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა განვაცხადო, დღეს გარდა ოკუპაციისა და ეკონომიკური სიდუღჭირისა, უმუშევრობის პრობლემებისა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აქტულაური გამოწვევა რაც ქვეყნის გრძელვადიან სტაბილური განვითარებას და მშვიდობას წინ უდგას, ეს საფრთხე მომდინარეობს სწორედ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის, კერძოდ, კოლეტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელი. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის იმაზე ძლიერი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ და არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ ადეკვატური პასუხი გასცეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც მომდინარეობს ამ საფრთხის შემცველი, რადიკალური ძალის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)