|
2019-11-28 10:55:11, 1499 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ლევან კობერიძეს პასუხობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული უწყება დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის მხრიდან არაერთხელ გახდა უსაფუძვლო კრიტიკის საფუძველი. „საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა კიდევ ერთხელ იქცა დეპუტატ ლევან კობერიძის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელობის კრიტიკის საფუძველი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ რამდენჯერმე მოვისმინეთ არათანამიმდევრული და სიმართლეს მოკლებული დეზინფორმაცია - ბატონმა დეპუტატმა ჯერ აღნიშნული სქემის ამოქმედებისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში დაგვადანაშაულა, შემდეგ პოზიცია 180 გრადუსით შეცვალა და პირიქით, უმოქმედობაში დაგვდო ბრალი. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ადგილი აქვს დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას. დარწმუნებულები ვართ, მოსახლეობისთვის ნათელია, რომ დეპუტატს მხოლოდ პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს და არა ბიზნესის მხარდაჭერის სურვილი. თუმცა, ამის მიუხედავად, საჭიროდ მივიჩნიეთ აღნიშნული საკითხი უკეთ განვმარტოთ: საკრედიტო-საგარანტიო სქემა წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც კომპლექსური პროექტია და ფინანსებზე წვდომას გაუმარტივებს იმ მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა სესხის ასაღებად. აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს სსიპ „აწარმოე საქართველოში.“ სწორედ ნათია თურნავას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მოსვლის შემდეგ დაჩქარდა მოლაპარაკება კომერციულ ბანკებთან, რომელიც 2019 წლის 25 ივლისს სააგენტოსა და 12 წამყვან ბანკს შორის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასრულდა. ამჟამად ინფორმაციის გაცვლის ელექტრონულ პროგრამაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, რომელიც სატესტო რეჟიმში გაეშვება. პარალელურად, როგორც მინისტრმა, ასევე სამინისტროს სხვა პასუხისმგებელმა პირებმა გამართეს არაერთი საინფორმაციო შეხვედრა თბილისსა და რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან და საკრედიტო-საგარანტიო სქემის მთავარი უპირატესობები გააცნეს. ამდენად, პირიქით, მივმართავთ ბატონ დეპუტატს, თუკი მას აქვს ინფორმაცია ისეთ პროექტებზე, რომლებმაც შეიძლება საკრედიტო-საგარანტიო სქემით ისარგებლონ, მოგვწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვუწოდებთ მას, სანამ საჯარო განცხადებებს გააკეთებს და ჩვენი საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას გაავრცელებს, მოგვმართოს თუნდაც სადეპუტატო შეკითხვით, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია და ჩვენ მას მივაწვდით სრულ ინფორმაციას ჩვენს კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე”, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)