|
2019-11-28 00:19:34, 1786 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი - 20 ივნისს ამბოხის მსგავსი რაღაცები იგეგმებოდა და საკადრისი პასუხი გაეცა
„20 ივნისს ამბოხის მსგავსი რაღაცები იგეგმებოდა და საკადრისი პასუხი გაეცა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან აქციის დროს მოქალაქეების დაშავების გამო მწუხარება გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ „ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა მოახერხა“. რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ მოთხოვნას, ივანიშვილის თქმით, რეალურად ეს ოპოზიციას არ სურდა, რადგან „სხვა ინტერესი ჰქონდათ“. „იმის იქეთ, სამთვიანი აქციები და ასე შემდგომ და ნელ-ნელა გაიშიფრა და გამოვიდნენ რა უნდათ და რისთვის არიან ესენი ქუჩაში , რას ითხოვენ და რას იცავენ. თუგინდ იგივე პროპორციულ არჩევნებზე. გინდათ იგივე პროპორციული არჩევნები?, საერთოდ რეაქცია არ გაუკეთებიათ. გამოიკვეთა, რომ მათ პროპორციული არჩევნები არ უნდოდათ, სხვა რამ უნდათ და მარტივი ასახსნელია რა უნდათ სხვა რამ - ბელადი მათი. დღეს მონებს ეძახიან სხვათა შორის ჩვენს თანაგუნდელებს და მათ რიგში პლენარულ სხდომაზე, რაც მე არ ვთქვი, მონებს ეძახდნენ და ამან გადასძლია როგორც ჩანს და დაგვინგრიეს ის მყიფე ერთიანობა, რაც მე მქონდა გუნდში და დააზარალეს სწორედ რაც ჰქონდათ თვითონ, როგორც ჰქონდათ თვითონ დალაგებული, როგორებიც იყვნენ თვითონ ერთიერთზე მოგვაწერენ ჩვენ. როგორც ჰქონდათ ბელადისადმი მიმართება ერთიერთზე მოგვაწერენ ჩვენ, თუმცა მსგავსი არ არის. კიდევ ერთჯერ ვაჩვენე, არ მოსწონდათ, რომ ივანიშვილი ყველაფერს წყვეტს და ესე არ იყო არც მაშინ, არ არის ეხლა არც დღეს. ჩვენს გუნდში დემოკრატიაა. ერთ მაგალითს ვერ დამისახელებენ. უამრავი ხალხი გავიდა გუნდიდან ჩვენგან და გვაგინებენ , მათი პრობლემაა ეს ,არა ჩვენი. ნახონ და გაიხსენონ ჩემი დიქტატორული ქცევები . ვერც ერთს ვერ გაიხსენებენ. მე ბუნებით დემოკრატი ვარ, ოჯახი იქნება, თუ გარეთ იქნება, და გუნდშიც სწორედ ეს დამოკიდებულება მაქვს, ეს მოხდა ეხლაც. ფაქტები ჰქონდათ, ვერ დავარწმუნე, ვერც შემოვაბრუნე, და მოხდა როგორც მოხდა პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მაქვს, მაგრამ თვითონ რას აკეთებინებდა ეს ბელადი და რა გააკეთეს, გინდაც კანონმდებლობასთან დაკავშირებით ,გინდათ კონსტიტუციასთან დაკავშირებითაც ზოგადად, ისევ მას მისტირიან, ისევ ის კარნახობს იქედან, ისევ ნაძარცვი ფულით, რამდენიმე კმარა და რაღაც სახელები დაარქვეს, დარბიან ეს ბავშვები ქუჩაში . ეს არის სირცხვილი. ისევ იმ ერთი კაცის კანონით ის აქ ვერ მოვა. ოთხი თუ ხუთი პროცესი მიდის . ერთი დასრულდა უზენაესის დონეზე და მისჯილი აქვს მას. ის დამნაშავეთ არის ცნობილი ქართული კანონმდებლობით . არც პროპორციული უშველის მაგას, არც შერეული ,არანაირი სისტემა არ უშველის და ეს გუნდიც თავის ბელადისთვის იღწვის ისევ, ეს გამოიკვეთა და ყველაფერს თავის სახელი აქვს ამ მიმართებით....“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)