11:50 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 16:46:45, 1403 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პროტესტი ქვეყნის რეპუტაციას ლახავს

„ის ფაქტი, რაც ხდება ქუჩაში რეპუტაციულად არ არის სასიამოვნო“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე ნაადრევად გადასვლის შემთხვევაში დესტრუქციული ქმედებები გაასმაგებული იქნებოდა.

„რა თქმა უნდა, უსიამოვნოა ის ფაქტი, რაც  ხდება ქუჩაში. მართალია ერთ ქუჩაზე, მაგრამ ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც  მხედველობის არეალში ხვდება არა მხოლოდ საზოგადოების, რომელიც დაძაბულია, არამედ ბევრი უცხოელის თვალშიც. ეს კი რეპუტაციულად  არ არის სასიამოვნო. ამიტომ, თითოეულ ჩვენგანს უნდა გვქონდეს პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას რომ ვიღებთ და ვგრძნობთ, სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება რომ სწორი იყო, ამას მეტყველებს ის დესტრუქციული ქმედებები, რაც მერწმუნეთ, პროპორციულ სისტემაზე ასე ნაადრევად გადასვლის შემთხვევაში იქნებოდა გაათმაგებული და გაასმაგებული“. - განაცხადა ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონის როსტოვში ნავთობტერმინალზე თავდასხმა განახორციელეს - 6 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკი: აშშ-მ მაიამის შეხვედრა პუტინთან შეთანხმებების დასაფარად გამოიყენა
ტრამპმა პუტინთან შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მისი მოთხოვნები უგულებელყო - Axios
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics