22:00 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 16:32:11, 1540 ნახვა

კომენტარი
კალაძე: დღეს ხელისუფლებაში ვართ, ხვალ შეიძლება ოპოზიციაში ვიყოთ, მაგრამ არასდროს ვიქნებით დესტრუქციულები

„დღეს შეიძლება ხელისუფლებაში ვარ და ხვალ ოპოზიციაში ვიყო ჩემი გუნდით, ჩემი პარტიით, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით კონსტრუქციულები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი იმ კონკრეტულ პარტიებს აქვთ, რომლებიც დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან.

„პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას, იმ კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დღეს ეწევიან დესტრუქციულ ქმედებებს, მათ ნამდვილად აქვთ პოლიტიკური კრიზისი. ჩემთვის არ არის მიღებული დესტრუქციული ქმედებები, მე ვფიქრობ, რომ კონსტრუქციულობა არის მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი და ყოველთვის მექნება ეს დამოკიდებულება. მე დღეს შეიძლება ხელისუფლებაში ვარ და ხვალ ოპოზიციაში ვიყო ჩემი გუნდით, ჩემი პარტიით, „ოცნება“ მყავს მხედველობაში, მაგრამ არასდროს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ წავალთ, არასდროს ვიქნებით დესტრუქციულები და ყოველთვის ვიქნებით კონსტრუქციულები, იმიტომ რომ ყოველთვის გამოვდიოდით, გამოვდივართ და გამოვალთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics