|
2019-11-26 15:40:53, 1444 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14 დეკემბერს TEDxTbilisi 2019 გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტი TEDxTbilisi 2019 უმასპინძლებს. 2019 წელს TEDxTbilisi ღონისძიების თემაა ცხოვრების ხელოვნება, სხვადასხვა პროფესიის და ასაკის 9 სპიკერი გაერთიანდება ამ თემის გარშემო სასუბროდ და მათი ინოვაციური პროდუქტის, ხედვის თუ იდეის TEDx აუდიტორიისათვის გასაზიარებლად. ღონისძიება 14 დეკემბერს 11:00 – 16:30 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება. ერთი დღის განმავლობაში 7 ქართველი და 2 უცხოელი სპიკერი ღონისძიების მონაწილეებს საკუთარ ინოვაციურ ხედვებსა და მიდგომებს გაუზიარებენ. წელს ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რაც ნიშნავს რომ სტუმრებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია TEDxTbilisi-ის ფეისბუქ ან ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე 25 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით: შემდეგ ბმულებზე: https://www.facebook.com/events/505211220068154/ http://www.tedxtbilisi.com/news/tedxtbilisi2019-registration რაც შეეხება TEDxTbilisi2019 სპიკერების სიას, ის ასე გამოიყურება:
TEDx შესახებ: TEDx არის არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქალაქში. საქართველოში TEDx ფორმატი 2012 წლიდან ორი ღონისძიებით - TEDxTbilisi (სტანდარტული ღონისძიება) და TEDxYouth@Tbilisi (ახალგაზრდული ღონისძიება) არის წარმოდგენილი. ორივე ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ინოვაციური და საინტერესო იდეები/ადამიანები, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ პროგრესსა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას გლობალურ სივრცეში. ამ მიზნის მისაღწევად მოხალისეთა გუნდი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ ფორუმს, რომელზეც სიტყვით გამოდიან ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი სპიკერები. TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, ჩვენი სპიკერების მიზანია მაქსიმუმ 18 წუთში დაარწმუნონ აუდიტორია საკუთარი იდეის/ხედვის ღირებულებაში; აანთონ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ განიცდიან წარმოდგენილი საკითხის მიმართ. TEDx ფორმატი მუდმივად ვითარდება აქტუალობის და საზოგადოების ინტერესის შესანარჩუნებლად. სწორედ ამით არის განპირობებული ის გარემოება, რომ დღეისათვის საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც იგი ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ და პრესტიჟულ ინტელექტუალურ ფორუმად იქცა. ყოველწლიურად ჩვენი ღონისძიებები 500ზე მეტ მსმენელს უყრის თავს, ზოგიერთი სპიკერის ვიდეოები კი, პოპულარული გახდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. საზოგადოების მუდმივად ზრდადი ინტერესი ჩვენი ღონისძიებების მიმართ, გვარწმუნებს ამ საქმიანობის საჭიროებაში და აღვივებს ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო მრავალფეროვანი ფორმატი შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს.
(R)
ვაკეში, ყიფშიძის 9 ნომრის მიმდებარე კორპუსის ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი ჭრილობით, გვამი ნახეს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა
კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



