|
2019-11-26 13:04:19, 1819 ნახვა
პოლიტიკა
პლენარული სხდომა საპარლამენტო ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს
პარლამენტის პლენარული სხდომა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს. რეგისტრაცია სულ 87-მა დეპუტატმა გაიარა, რაც კვორუმისთვის (76) საკმარისია. როგორც ცნობილია, პარლამენტის სხდომებს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. სხდომას არც „საქართველოს პატრიოტები“ ესწრებიან. დარბაზში უმრავლესობის წევრების გარდა, რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი იმყოფება. შეგახსენებთ, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)