10:49 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 07:55:38, 1241 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - მოტყუებულ ხალხს, მმართველი გუნდი სპეცრაზმითა და პოლიციით დაუპირისპირდა

 "ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, მშვიდობიან აქციაზე შეკრებილ ხელისუფლების მიერ მოტყუებულ ხალხს, მმართველი გუნდი სპეცრაზმითა და პოლიციით დაუპირისპირდა. 

,,ხელისუფლების ტყუილმა გამოიყვანა ადამიანები ქუჩაში და აი, ამ ტყუილის გამო გასაპროტესტებლად გამოსულ ადამიანებს ხელისუფლება სპეცრაზმითა და პოლიციით უპირისპირდება. ეს არის მათი არჩევანი," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმა წყლის ჭავლის გამოყენებით აქციის მონაწილეები დაშალეს.. დასაშლელად აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთი მისცეს, თუმცა ისინი არ დაშლილან.  ულტიმატუმის შემდეგ აქციის მონაწილეები ტროტუარებზე გადავიდნენ. 

დემონსტრანტები რობოკოპებს ხელებაწეულები დახვდნენ. ისინი საქართველოს ჰიმნს მღერიან და სკანდირებენ "სირცხვილია" მათ აანთეს სანთლებიც.

ამის შემდეგ პარლამენტის ყველა შესასვლელი სპეცრაზმა გაათავისუფლა და აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ჩამოწია, გამოყენებული იქნა სპეციალური ტექნიკაც, კერძოდ წყლის ჭავლის მანქანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: აშშ-მ მაიამის შეხვედრა პუტინთან შეთანხმებების დასაფარად გამოიყენა
ტრამპმა პუტინთან შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მისი მოთხოვნები უგულებელყო - Axios
ზელენსკიმ აშშ სისუსტეში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე სანქციები 7 აპრილამდე მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics