|
2019-11-25 18:00:36, 1249 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: ოპოზიციის მოთხოვნა სპეკულაციურია, რადგან „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციას არ შეესაბამება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა 2020 წლის არჩევნების გერმანული ან მისი მსგავსი მოდელით ჩატარების შესახებ, არაკონსტიტუციურია. მდინარაძის თქმით, ოპოზიციონერების მოთხოვნა სპეკულაციურია. "კრიზისიდან გამოსავალი არის ის, რომ შევხედოთ სიმართლეს. ერთი მხრივ ჩვენ გვესმის სპეკულაციური განცხადებები, ნახეთ ალბათ, როგორ შეცვალეს მესიჯი ბოლო დღეების განმავლობაში, რომ არა "გერმანული მოდელი", არამედ გერმანულის მსგავსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა იურისტი, რომელიც სუბიექტური არ არის, თანხმდება იმაზე, რომ გერმანულის მსგავსი მოდელიც კი, სადაც პრინციპია მთავარი, რომ ის არის პერსონიფიცირებული პროპორციული სისტემა, აქედან გამომდინარე, ეს არის კონსტიტუციის შეუსაბამობა. აქედან გამომდინარე, მათი მოთხოვნა არის არარელევანტური, სპეკულაციური და თავად შეჰყავთ პროცესები ჩიხში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)