|
2019-11-25 17:55:30, 1247 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: სახელმწიფო არ დაუშვებს პარლამენტის ბლოკირებას
„როგორც ტარდებოდა სხდომები, ისე ჩატარდება ხვალინდელი სხდომაც, სახელმწიფო არ დაუშვებს შენობის ბლოკირებას“, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას პარლამენტის შესაძლო პიკეტირების თაობაზე. მდინარაძის თქმით, თუ დემონსტრანტების ქმედება კანონის ფარგლებს არ გასცდება, ისინი ყველა მხრივ დაცულები იქნებიან. „ყველა სხვა შემთხვევაში როგორც ტარდებოდა სხდომები, ისე ჩატარდება ხვალინდელი სხდომაც. სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ შენობის ბლოკირება მოხდეს და საქართველოს პარლამენტს მუშაობაში შეეშალოს ხელი. ძალიან სამწუხაროა, რომ თავად ატყუებენ საზოგადოებას, რადგან მათ მიერ შემოთავაზებული ყველა ვერსია სპეკულაციურია და ატყუებს იმ ადამიანებსაც კი, ვინც გულწრფელად აპროტესტებს იმას, რა ფაქტიც დადგა უმრავლესობის საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად. აქედან გამომდინარე, მათ უნდა გაიაზრონ რეალობა და უნდა გაიაზრონ ისიც, რომ თუ ადგილი ექნება კანონდარღვევას, სახელმწიფო იდგება თავის ადგილზე და აღკვეთს ამ კანონდარღვევას. მათ პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ. დღეს საქართველოში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს და თუ კანონის ფარგლებს არ გასცდება ამ უფლების რეალიზება, ისინი ყველა მხრივ დაცული იქნებიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)