|
2019-11-25 13:53:40, 1292 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება
საქართველო, 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. - როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გაიმართება. საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადმოიბარებს. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგს ვიზიტით ეწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. „აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. თავმჯდომარეობის 6 თვის განმავლობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში 26 ნოემბერს პრესკონფერენცია გაიმართება; ასევე 26 ნოემბერს გავრცელდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია და მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიდეო მიმართვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)