06:28 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-24 13:02:50, 2136 ნახვა

საზოგადოება
თბილისში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა - ვიდეო

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში მოხდა.

„თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ვარკეთილის რაიონში, ერთ-ერთი მისამართიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვი ცეოზე იყო. მისამართზე გასულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა გაზის გაჟონვა ვერსად დააფიქსირა. თუმცა, აღმოჩნდა რომ გაქირავებულ ბინაში, სადაც ორი მცირეწლოვანი მოიწამლა და სიკვდილს გადაურჩა, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზიც ეს  ღია წვის კამერიანი გამათბობელი აღმოჩნდა.

ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე „თბილისი ენერჯის“ ჯგუფმა ერთხელ უკვე ჩაჭრა მკვლელი და საშიში დანადგარი. თუმცა, მოგვიანებით იგივე დანადგარი თვითნებურად დააერთეს ქსელზე.

სტატისტიკურად მოწამვლის და გარდაცვალების 70 პროცენტი გაქირავებულ ან დაგირავებულ ბინებში ხდება, სადაც ბინის მეპატრონეები არ იცავენ  გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესებს და გასაქირავებელ ბინაში მკველ ღია კამერიან დანადგარებს ამონტაჟებენ. 

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კატეგორიულად გაფრთხილებთ - ღია წვის კამერიანი დანადგარები სახიფათოა თქვენი სიცოცხლისათვის! გაითვალისწინეთ  სპეციალისტების რჩევები  და  თვითნებურად არ დააერთოთ ჩახსნილი დანადგარები. ხშირად გაანიავეთ ფართი და არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები.

#არგარისCO 

CO (ცეო) კლავს!

იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=epxUkojk0YE&feature=youtu.be&fbclid=IwAR2-WIxno2zbGoRHUJ9avm5N55DJE3aDKeeFIQhvx6vFB6pMobAd9MUjXFY









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics