15:50 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-23 12:55:18, 2727 ნახვა

საზოგადოება
„თალაკვაძე ჩამოდი და იჭყუმპალავე“ - მოძრაობა „შეცვალემ“ პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართა

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის კომოს ტბაზე მოგზაურობას აპროტესტებენ რის გამოც, მათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

კერძოდ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან ჭურჭელი მიიტანეს, რომელშიც წყალი ჩაასხეს და არჩილ თალაკვაძეს მოუწოდეს აქ გააგრძელოს ჭყუმპალაობა, რომელიც კომოს ტბაზე ვერ დაასრულა.

„გვინდა მივმართოთ ბატონ არჩილ თალაკვაძეს. ასეთ რთულ ვითარებაში ის უნდა იყოს საქართველოში, რადგან ქვეყნის მეორე პირია. არ უნდა ტოვებდეს ქვეყანას ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში დასასვენებლად და კომოს ტბაზე საჭყუმპალაოდ. ეს წყალი ისეთივეა, როგორიც კომოს ტბაზე. მართალია ცოტა ცივია. ზუსტად ისეთივე ცივია, როგორი ცივი წყალიც ჩვენ გადმოგვასხეს 18 ნოემბერს“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
City Mall-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნაწილ-ნაწილ გადახდით პირველად სარგებლობისას ქეშბექს მიიღებენ
კობახიძეს მიაჩნია რომ პოლიტიკური პარტიები რომლებიც არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების მათ ლეგიტიმურობას, უნდა აიკრძალონ
ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა
MDF: სახელისუფლებო მედიებმა ორი ოცნების ტროლი 351-ჯერ დააციტირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics