|
2026-10-16 15:24:15, 327 ნახვა
პოლიტიკა
MDF: სახელისუფლებო მედიებმა ორი ოცნების ტროლი 351-ჯერ დააციტირეს
მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის მიხედვით, საბიუჯეტო რეკლამისა და საინფორმაციო მომსახურების კონტრაქტების განაწილება კონცენტრირდება იმ მედიებზე, "რომლებიც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ". MDF-ის ცნობით, ამ მედიების უმეტესი ნაწილი პარალელურად ჩართულია ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი გზავნილების გავრცელებაში, ოპონენტების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების დისკრედიტაციასა და საეჭვო ან ყალბ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის კოორდინირებულ გავრცელებაში. "მონიტორინგმა ასევე გამოავლინა ყალბი ანგარიშების სისტემატური ციტირების პრაქტიკა: 2025–2026 წელს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებში ქეთევან ტურიაშვილის/მიქიაშვილისა და ნათია თოფურიას სახელით მოქმედი ყალბი პროფილების ციტირების 351 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთი და იგივე ანგარიში სხვადასხვა სახელითა და ვიზუალური იდენტობით. ამასთანავე, საბიუჯეტო ურთიერთობები გრძელდებოდა ისეთ გამოცემასთანაც, რომელიც სიძულვილის ენისა და შეუწყნარებლობის შემცველ მასალებს აქვეყნებს. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ ECRI-ის რეკომენდაციით საჯარო დაფინანსების განკარგვისას სახელმწიფოებმა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკით უნდა იხელმძღვანელონ" - წერია ანგარიშში. კვლევის თანახმად, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიები არა მხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ გზავნილებს ახმოვანებენ, არამედ მმართველი პარტიის ოპონენტების და დამოუკიდებელი ინსტიტუტების დისკრედიტაციის პროცესში ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. კერძოდ, MDF-ის ცნობით, ეს თანამშრომლობა გამოიხატება:
"ამასთანავე, სახელისუფლებო მედიები საეჭვო წყაროებზე დაყრდნობით კოორდინირებულად ავრცელებდნენ ჰომოფობიური კონტექსტის დეზინფორმაციას, რომელიც სომხეთში წინასაარჩევნოდ გეი პრაიდის ჩატარებას უკავშირდებოდა, რა დროსაც ზოგ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ნიკოლ ფაშინიანის ვიზუალის გამოყენებაც ხდებოდა" - წერია ანგარიშში. კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც აჩვენებს, რომ მეტას პოლიტიკის გვერდის ავლის მიზნით, რომელიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას მის პლატფორმებზე ზღუდავს, კოორდინაციის ელემენტის მეინსტრიმულ სახელისუფლებო მედიაში გატანა მიზანმიმართულად ხდებოდა, ამ პროცესში კი ის მედიები იყვნენ ჩართული, რომლებიც საბიუჯეტო კონტრაქტებს იღებდნენ. "აღნიშნული მედიები კოორდინირებულად აშუქებდნენ ფეისბუკის ყალბი ანგარიშების პოსტებს, რომლებმაც სახელი და ფოტო რამდენჯერმე შეიცვალეს. ერთ-ერთი ასეთი ყალბი ანგარიშია ქეთევან მიქიაშვილი, რომელიც წარსულში ქეთევან ტურიაშვილის და ქეთი თოლორაიას სახელით ოპერირებდა და სხვადასხვა ადამიანის 4 ფოტო გამოიცვალა. მეორე ყალბმა ანგარიშმა კი, რომელსაც სამთავრობო მედია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ციტირებდა, 2 სხვადასხვა ადამიანის ფოტო შეიცვალა. 2025–2026 წლის პირველ ნახევარში სახელისუფლებო სარედაქციო მედიებს ორივე ტროლი სულ 351-ჯერ ჰყავთ გაშუქებული, აქედან ამ მედიების ვებგვერდებსა და ფეისბუქ ანგარიშებზე ერთი და იგივე ტროლი 2 სხვადასხვა სახელით (ქეთევან ტურიაშვილი და მიქიაშვილი) და ზოგ შემთხვევაში 3 განსხვავებული ფოტოთი იძებნება, ნათია თოფურიას პროფილი კი - 2 სხვადასხვა ფოტოთი" - წერია დოკუმენტში. კვლევის მიხედვით, ყველაზე ხშირად ონლაინ მედიიდან ტროლებს რეპორტიორი, ლიდერი, მედიაჰოლდინგი კვირა, ინფოფოსტალიონი, nsp.ge, მხარე და ნიუსჰაბი აშუქებდნენ, ტელევიზიების ონლაინ პლატფორმებიდან კი - იმედი. ქეთევან ტურიაშვილის ყალბი პროფილი ამ მედიებს 212-ჯერ ჰყავთ ციტირებული, გვარის შეცვლის შემდეგ იგივე პროფილი მიქიაშვილის იდენტობით 123-ჯერ. "შედარებით ნაკლები იყო ნათია თოფურიას ციტირების შემთხვევები (16), რომელიც ძირითადად ქართული ოცნების ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოიყენებოდა" - წერს MDF. კვლევის მიხედვით, სახელისუფლებო ტროლების სამიზნეები იყვნენ:
ამასთანავე, ყალბი ანგარიშის ქეთევან ტურიაშვილის ციტირებას აღნიშნული მედიები ხელისუფლების მხარდასაჭერადაც ახდენდნენ. კერძოდ:
მადიარი ზელენსკისთან შეხვედრაზე - შეთანხმება მიღწეულია ურთიერთობების ახალ საფუძველზე გადასვლის შესახებ
ლე პენი მზადაა უკრაინაში გაემგზავროს ზელენსკისთან ფინანსური დახმარების საკითხზე დებატებზე
30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის დღეები გაიმართება
City Mall-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნაწილ-ნაწილ გადახდით პირველად სარგებლობისას ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)