|
2019-11-22 17:05:37, 3897 ნახვა
კომენტარი
„გორის იზოლატორში იმდენად კარგია, 13 დღე მეცოტავება“ - აქციის დაშლის დროს დაკავებული ბექა ბასილაია
18 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებული ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელიც გორის ციხეში იმყოფება, წერილს ავრცელებს. წერილში ბასილაია აღნიშნავს, რომ მისთვის შეფარდებულ 13-დღიან პატიმრობას არ გაასაჩივრებს და ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს: „სალამი გორიდან, გორის იზოლატორის მე-3 საკნიდან, სადაც იმდენად კარგია, რომ 13 დღე პატიმრობისთვის მეცოტავება კიდეც, მადლობა მოსამართლედწოდებულ ვალერიანე ფილიშვილს დაუგეგმავი შვებულებისთვის J სერიოზულად კი გასაჩივრების უფლებით არ ვისარგებლებ შემდეგ გარემოებათა გამო (ოჰ, ეს იურიდიული ენა): 1) მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მოწყალებას არ ვთხოვ. ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პატიმრები და ჩვენთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება არა სასამართლო დარბაზებში, არამედ ივანიშვილის კარნახით, რასაც უსიტყვოდ ემორჩილებიან ფილიშვილები, მურუსიძეები, იაშვილები, ჩახნაშვილები, ხორავები, კლანია სახელი მათი; 2) ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დაადგა პუტინიზაციის გზას, მისი ღიად პრორუსული რეჟიმისგან შეფარდებული 13 დღიანი პატიმრობა რა მოსატანია იმ გმირი ქართველების ტყვეობასთან, ვინც საოკუპაციო რეჟიმების ციხეებში იმყოფებიან. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ბედში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, მეუხერხულება კიდეც მათ გვერდით, რომ ვახსენებ თავს გორში, მხოლოდ 13 დღით, ოჯახის, მეგობრების, თანამებრძოლების, კოლეგების ყურადღებისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატიმარი. 3) ბრძოლა, რაც დაწყებულია, არ შეჩერდება, გრძელდება, აზვირთდება და წალეკავს ბიძინა ივანიშვილის მტერთან მოკეკლუცე, მეგობრების გადამგდებ, საკუთარი მოქალაქეების გამცურებელ რეჟიმს. რეჟიმს, რომელიც ძალოვანთა ძალასღა ეყრდნობა მხოლოდ და ისინიც მოიღლებიან, არა უძლურებისგან, არამედ უსამართლო ბრძანებათა შესრულებისგან და აი მაშინ, ბიძინა დარჩება მარტო და შეიმუსრება, როგორც ასტაპორელი ვაჭარი კრაზნუს მო ნაკლოზი. პ.ს. აღმოჩნდა, რომ ამ ტექსტამდე, ჩემს მეგობარსა და კოლეგას ივანე პეტრიაშვილს ჩემთან შეუთანხმებლად, ცხადია კეთილი მიზნებით, შეუტანია სააპელაციო საჩივარი, რაც უახლოეს დროში იქნება ანულირებული. პ.ს. პ.ს. საქართველოს მთავარ პროკურატურას მოვუწოდებ ჩემი პატიმრობის ვადასთან დაკავშირებით ნუ შეიტანთ პროტესტს, როგორც ეს წინა შემთხვევაში გააკეთეთ, საზოგადოების ზეწოლის შედეგად. არავის სჭირდება თქვენი ყალბი ჰუმანიზმი“, - ნათქვამია ბექა ბასილაიას წერილში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)