|
2019-11-22 10:01:37, 3097 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი - მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებებით ბრძოლაა
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებებით ბრძოლაა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე გამართული კონფერენციის ოფიციალურ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. ნათია მეზვრიშვილმა ღონისძიებაში მონაწილე წევრებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ შესაძლებელია მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად. „საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს მადლობა მოვახსენო ევროკავშირს და ჩვენს პარტნიორებს გადაწყვეტილებისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი ფორუმი ჩატარდეს საქართველოში. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტური საშუალებების მეშვეობით, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არის დამკვიდრებული: სხვადასხვა სამინისტროში, პრემიერ-მინისტრის აპარატში. როგორც უკვე ვახსენე, ჩვენ უკვე დავნერგეთ სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტური მექანიზმი. გარდა ამისა, ჩვენ დავნერგეთ ეფექტური კოორდინირების მექანიზმი პრემიერ-მინისტრის აპარატში. იმედი მაქვს, რომ თქვენ გექნებათ უამრავი შესაძლებლობა, რათა გაეცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და დააგემოვნოთ ქართული ღვინო", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას და კონფერენციაში მონაწილე წევრებს მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას დეზინფორმაციისა და სტრატეგიული კომუნიკაციების თემებზე მომუშავე ექსპერტები, დიპლომატები, სამოქალაქო და მედიასექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)