09:00 - 10 Oct, 2026
|
2019-11-21 16:47:00, 1979 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის და ელჩების შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. პარტიის ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები იმყოფებიან. როგორც ისინი აცხადებენ, სურთ დიპლომატებს გააგებინონ, რომ მმართველი გუნდი საზოგადოებას ატყუებს. „მოვედით, რომ ამ დიპლომატებს გავაგებინოთ, რომ „ქართული ოცნება“ არის მატყუარა, მათ მოატყუეს ქართველი ხალხი და დღეს ცდილობენ მოატყუონ დიპლომატები, თითქოს საქართველოში ყველაფერი კარგად არის. ბიძინა ივანიშვილი არის სირცხვილი, რომელიც აუცილებლად შეიცვლება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი დემონსტრანტებს ოფისის შესასვლელებთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)