|
2019-11-20 18:02:05, 2848 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი - აუცილებელია, ევროკავშირმა ყველა რესურსი გამოიყენოს ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან ისაუბრა. როგორც დავით ზალკალიანმა, ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯეოანასთან შეხვედრის დროს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამოქმედებულია ყველა დიპლომატიური ფორმატი, იმისათვის, რომ დაუყონებლივ მოხდეს საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება. „მქონდა კომუნიკაცია ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, რომელიც დეტალურად ჩავაყენე საქმის კურსში და მას როგორც ეუთოს თავმჯდომარეს ვთხოვე, რომ აქტიური ნაბიჯები გადაიდგას ეუთოს მხრიდან იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება, მქონდა ასევე საუბარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან და ისიც ასევე ინფორმირებულია აღნიშნულის შესახებ და აუცილებელია რომ ევროკავშირმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს ექიმის დაუყონებლივი გათავისუფლებისთვის, მქონდა კომუნიკაცია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან და გაეროც ჩართულია ყველა მისი ინსტიტუტით საკითხის მოგვარებაში, ასევე აღნიშნულ საკითხზე ვისაუბრე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე. ყველა არსებული რესურსი არის ამქომედებული და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ეს არის მიუღებელი, გვერდზეე რომ გადავდოთ პოლიტიკური საკითხი, ეს არის სუფთა ჰუმანიტარული ასპექტით მიუღებელი. ექიმი, რომელიც პაციენტის დასახმარებლად შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის უკანონო მძევალი. ის უნდა იყოს დაუყონებლივ გათავსუფლებული და ჩვენ გვაქვს ყველა შესაბამისი გეგმა, ვითარების ყველა სცენარით განვითარებისთვის“, - განაცხადა ზალკალიანმა.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)