|
2019-11-20 11:08:12, 2230 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალიდან დაბრუნებულ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაბრუნებულ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვდრის მთავარ თემას წარმოადგენდა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებილ გათავისუფლების საკითხი და საოკუპაციო ხაზზე გამწვავებული ვითარება. დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკის შეწყვეტის აუცილებლობა. მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების თემით საოკუპაციო რეჟიმების მანიპულირების მიუღებლობას და საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ კრიზისულ ვითარებას. მინისტრის თქმით, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს. დავით ზალკალიანმა თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით. თავის მხრივ, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ღონეს ხმარობენ და გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ადგილზე ვითარების განმუხტვისა და გადაჭრისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)