|
2019-11-19 19:15:24, 1924 ნახვა
სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალდების დადგენილება მას მეცხრე პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში გააცნეს. როგორც საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოქრუაშვილმა და მისმა უფლებადამცველმა ბრალდების დადგენილების ასლი არ ჩაიბარეს, თუმცა მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ბრალი წარდგენილად ითვლება. „მიუხედავად იმისა, რომ მეორედ ვიყავით უკვე შემოსული ბრალდების წარსადგენად, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი და ბატონი ვახტანგ იაშვილი არ გამოცხადდნენ საგამოძიებო ოთახში ბრალდების წარსადგენად, შესაბამისად არ ჩაიბარეს ბრალდების დადგენილების შესახებ ასლი და ასევე უარი განაცხდეს ამის თაობაზე შედგნილ ოქმზე ხელის მოწერაზე. რაც შეეხება ბატონ ვახტანგ იაშვილს, ვკითხეთ მიზეზი, თუ რატომ არ აწერდა ოქმს ხელს. საერთოდ თუ არც ოქმს აწერდა ხელს და არც ბრალდების დადგენილებას იბარებდა, რა აზრი ჰქონდა მის აქ შემოსვლას. მან განაცხადა, რომ ის და ირაკლი ოქრუაშვილი ვერ შეთანხმდნენ და აქედან გამომდინარე ვერანაირ დოკუმენტზე ვერ მოაწერდა ხელს. შესაბამისად, თუ მეკითხებით, წარვუდგინეთ თუ არა ბრალდება, გეტყვით, რომ მოცემული პროცედურა უკვე ითვლება ბრალის წარდგენად. ფაქტი, რომ ჩვენ ბრალდების წარსადგენად შემოვდეით, დადასტურებულია, ხოლო ბრალდებული ჩაიბარებს თუ არა ბრალდების დადგენილებას, ან ხელს მოაწერს თუ არა, ეს არის მისი უფლება. ბუნებრივია, ძალით ვერავინ გადასცემს დადგენილებას და ვერანაირ დოკუმენტზე ვერ მოაწერინებს ხელს“, - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და შს ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. უწყების მიერ დღეს გავრცელებული განცხადება იხილეთ აქ.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)