|
2019-11-19 17:53:25, 2352 ნახვა
ეკონომიკა
14 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისია შეიკრიბა
კომისიის სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ორი კვირის წინ საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა - გიორგი გახარიამ და რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მიიღეს. კომისიის სხდომაში, რომელიც 2005 წლის სექტემბრის შემდეგ არ შეკრებილა, მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა. კომისიის სხდომას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და თურქეთის მხრიდან ვაჭრობის მინისტრი რუსარ ფექჩანი. სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოსთვის თურქეთი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ქართული საექსპორტო პროდუქციის მოცულობა და ასორტიმენტი თურქეთის ბაზარზე. როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, აუცილებელია, ვაჭრობა ქვეყნებს შორის უფრო მეტად გაიზარდოს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქულ მხარესთან ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქციისთვის თურქეთში ტექნიკური ბარიერების მოხსნის შესახებ. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი, რათა ორი ქვეყნის ბიზნესების თანამშრომლობით შესაძლებელი გახდეს საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მოცულობის გაზრდა. სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც განისაზღვრა ორმხრივი სოციალურ - ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვ. ხელმოწერის შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ხელი მოეწერა ისეთ დოკუმენტს, რომელიც ემსახურება ორივე ქვეყნის ინტერესებს. სხდომის დასასრულს, ნათია თურნავამ თავისი თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
(NS)
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)