|
2019-11-19 15:38:53, 1490 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც წერია საქართველოს კანონმდებლობაში
„პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც წერია საქართველოს კანონმდებლობაში, რომ თუ შეკრება-მანიფესტციია გასცდება კანონით დადგენილ ჩარჩოებს, ამაზე იქნება რეაგირება“, - ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელშიც გახარიამ 18 ნოემბრის აქციას უკანონო უწოდა და მის განვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა. არჩილ თალაკვაძის თქმით, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მინიმალურად, კანონის დაცვით ჩაერივნენ პროესში. „პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც წერია საქართველოს კანონმდებლობაში, ეს არის კანონის მიერი პასუხი, რომ მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლება არის დაცული და თუ ის გასცდება კანონით დადგენილ ჩარჩოებს და მიიღებს უკანონო ხასიათს, რისი მცდელობაც იყო გუშინ, ამაზე იქნება გათვალისწინებული რეაგირება. ეს თქვა პრემიერ-მინისტრმა და ეს წერია კანონმდებლობაში. ამ ყველაფრის ობიექტური შეფასება არის ის, რომ შსს-მ, მთავრობამ, შს მინისტრმა და პოლიციამ შეძლეს გუშინ მინიმალური ჩარევით და კანონის სრული დაცვით მოეხდინათ მანიფესტაციის პროცესში კანონიერი ჩარევა, ვინაიდან იყო მცდელობა მომხდარიყო სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)