|
2019-11-19 15:13:39, 1634 ნახვა
პოლიტიკა
მელია: გახარიამ ენას კბილი დააჭიროს, მან რუსთაველზე უმანკო სისხლი დაღვარა
„ჩვენც ვემუქრებით გიორგი გახარიას, იგივე განმეორდება“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც 18 ნოებრის აქციის განვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა. „ჩვენც ვემუქრებით გიორგი გახარიას, იგივე განმეორდება. გიორგი გახარიამ ენას კბილი უნდა დააჭიროს, ის არ არის იმ პოზიციაში, რომ ვინმეს დაემუქროს და ძალიან კარგად უნდა გაიგოს, ის არის ადამიანი, რომელმაც უმანკო სისხლი დაღვარა რუსთაველზე, თვალები ამოთხარა ხალხს და ამოუგლიჯა ხორცი ადამიანებს, როგორ ბედავს საერთოდ რამის თქმას“, - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ 18 ივნისის აქციზე, სადაც აქციის წევრებს პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ პიკეტირებული, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მშვიდობიანი აქცია უკანონო აქციად მას შემდეგ გადაიქცა, რაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა ადამიანებს პარლამენტის ბლოკირებისკენ მოუწოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)