|
2019-11-19 11:47:36, 1106 ნახვა
პოლიტიკა
IRI-ს კვლევის მიხედვით, ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი დავით ბაქრაძეა
IRI -ს კვლევის თანახმად, ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ლიდერი „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძეa - 57%-ით, მეორე ადგილზე თბილისის მერი - კახი კალაძეა 49%-ით, მესამე ადგილს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი იკავებს 47%-ით, მეოთხე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე 41%-ით, ხოლო მომდევნო ადგილზე 39%-ით პრემიერი გიორგი გახარია, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი არიან. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს - გამოკითხულთა 70% მის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი. წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით. წინამდებარე კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის უანგარო მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის კვლევის ავტორ(ებ)ს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) ან/და აშშ-ის სახელმწიფოს ხედვებს.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)