|
2019-11-18 23:29:27, 1748 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იშლებიან - აქცია ხვალ განახლდება
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იშლებიან. პროტესტის გაგრძელება ხვალიდან იგეგმება, ჯერ სასამართლოსთან, შემდეგ ისევ პარლამენტის შენობასთან. "დღეს წავაგეთ და წავედით ჭრილობები მოვიშუშოთ, ხვალ 10-ზე სასამართლოსთან და 7-ზე აქციაზე პარლამენტთან", — მიმართა მოქალაქეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.მისი თქმით, ჯერჯერობით სხვა სამომავლო გეგმებზე საუბარი ნაადრევია. დიღმელაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი აქციის შემდეგ მოძრაობა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კონსულტაციებს გამართავს. აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი ლექსო მაჭავარიანი აცხადებს, რომ “სირცხვილიას” წვრები ახლა შეხვდებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, თუმცა მხოლოდ მათ, ვინც მისი თქმით, გუშინდელი ღამე პარლამენტთან გაათიეს, დღეს კი მათთან ერთად იბრძოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)