|
2019-11-18 22:15:49, 1760 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე - მომხდარზე პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ, მაგრამ უნდა აიღოს ოპოზიციამაც
„ვწუხვარ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა პარლამენტის წინ. პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ, მაგრამ პასუხისმგებლობა ასევე, უნდა აიღონ იმ ადამიანებმაც, ვინც კარგად ამოცნობადები არიან საზოგადოებისთვის“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილი, რომლებიც დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდნენ, ყველა დესტრუქციისა თუ კრიზისის დროს, წინა ხაზზე დგანან. „ყველა ტელეკომპანიის გადაცემაში, ყველა სიუჟეტში ისინი იყვნენ ისევ და ისევ და სამწუხაროდ წინა ხაზზე. ჩვენ მაჟორიტარებმა, და არა მხოლოდ მაჟორიტარებმა არ მივიღეთ იოლი გადაწყვეტილება, როდესაც მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში იქნა განხილული, მაგრამ მე ვფიქრობ - ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც საწყისს მისცემდა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას და ასევე, ხალხს დააშორებდა საკანონმდებლო ორგანოს. პარლამენტი უნდა დააკომპლექტოს ხალხმა და არა ერთ კაციანმა და მითუმეტეს, უპასუხისმგებლო პარტიებმა, რომელსაც იყენებენ სწორედ ის სახეები სამალავად. ჩვენ, მაჟორიტარები დავიცავთ ამომრჩეველთა პირდაპირი არჩევითობის წესს და ინტერესს. ყველას მოვუწოდეთბ, იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. მან ოპოზიციას ურჩია მოემზადონ არჩევნებისათვის და დაიმსახურონ ამომრჩეველთა მხარდაჭერა. „მათ არავინ ზღუდავს და არავინ ბლოკავს მითუმეტეს კი ისე, როგორც ისინი შეეცადნენ დღეს დაებლოკათ პარლამენტი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს ამოცანის ზემაღალი სიზუსტით შესრულებისთვის. „მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს. მათ ზემაღალი სიზუსტით შეასრულეს დღევანდელი ამოცანა, ყოველგვარი დაშავების გარეშე. პრაქტიკულად, ნაკაწრიც არ ჰქონდა არც ერთ მოქალაქეს. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ 2012 წლის შემდეგ სწორედ, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ სახელმწიფოში დაუშვებელია ყოველგვარი კანონდარღვევა და მით უმეტეს, იმდგვარი, რომელიც პირდაპირ არის სახელმწიფო და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებას გამოეხმაურა. „ექიმებს არ აქვთ საზღვრები. ისინი ყოველგვარი პოლიტიკური მრწამსის, რელიგიისა თუ ეთნოსის გარეშე ემსახურებიან ნებისმიერ პაციენტს. ექიმების უფლებების შეზღუდვა ნიშნავს პაციენტების უფლებების უხეშ დარღვევას. იმედი მაქვს, რომ ბატონი ვაჟა გფრინდაშვილი, რომელთანაც მე უშუალოდ მიმუშავია საოპერაციოში, დაუბრუნდება თავის პროფესიას. პაციენტებს მინდა ვუთხრა, რომ ის აუცილებლად თქვენს გვერდით იქნება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)