|
2019-11-18 14:35:34, 1107 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს და პარლამენტმა უნდა იმუშაოს პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად
„ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს და პარლამენტმა უნდა იმუშაოს პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კანონდარღვევის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწევს შესაბამისი ზომების მიღება. „მე ვფიქრობ, რომ ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს. პარლამენტმა უნდა იმუშაოს პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად გამართულად და სახელმწიფო ინსტიტუტებს არ უნდა შეექმნათ პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სახეზე კანონის დარღვევა. ბუნებრივია, რელევანტურია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ისინი ამბობენ, რომ თუ კანონდარღვევას ექნება ადგილი, იქნება შესაბამისი რეაგირებაც“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მანვე დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის განცხადებებში მითითებულია, რომ პროტესტი უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში. „ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს და შსს-ს პოზიცია, ეს იყო ასევე აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების პათოსიც, სადაც მათ მიუთითეს, რომ პროტესტი უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პოზიცია, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია პოლიციას და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იმოქმედოს კანონის შესაბამისად, დემოკრატიის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)