|
2019-11-18 13:37:24, 1042 ნახვა
პოლიტიკა
მელია: ქვეყანაში პარლამენტარიზმი მოკვდა, ის ბიძინა ივანიშვილის ხელით არის გარდაცვლილი
„ქვეყანაში პარლამენტარიზმი მოკვდა. ის ბიძინა ივანიშვილის ხელით არის გარდაცვლილი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი და მათ უღირთ ივანიშვილის მონობა. „ქვეყანაში პარლამენტარიზმი მოკვდა. ის ბიძინა ივანიშვილის ხელით არის გარდაცვლილი და ის არც კი აპირებს, ამ ქვეყანაში პარლამენტმა განახორციელოს უფლებამოსილება. არანაირი საკონსტიტუციო ორგანო ეს ბიძინა ივანიშვილისთვის არ გახლავთ. შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც ივანიშვილი ფულს აშოვნინებს სხვადასხვა ბიზნესით. ისინი ბარტერს უკეთებენ ადამიანს და მხარს უჭერენ ყველა მის გადაწყვეტილებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის. მე შორს ვარ მოსაზრებისგან, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა გამოსავალი არ აქვთ. ბევრს შეუძლია, რომ არ დაემონოს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მათ უღირთ მონობა. ვისაც არ უღირს მონობა, რამდენიმემ დატოვა მათი ფრაქცია და კიდევ ბევრი დატოვებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)