|
2019-11-18 13:10:04, 1077 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: რასაც დასთესენ, იმაზე უარესს მოიმკიან
„ყველაფერი მათ დაატყდებათ თავზე დამსახურებულად. სამარცხვინო კაცია ივანიშვილი და სამარცხვინო გუნდი ჰყავს. ამიტომ რასაც დასთესენ, იმაზე უარესს მოიმკიან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერია გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახი კალაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ კალაძე ივანიშვილის პოლიტიკური ყმაა და მის მიერ გაჟღერებული უმრავლესობის პოზიცია სამარცხვინოა. "იგივე გაიმეორა, რასაც აქამდე იძახდნენ, ივანიშვილის ორდენის რაინდმა და პოლიტიკურმა ყმამ კალაძემ. გადაგაგდეთ და მერე რაა?! იგივე შეურაცხყოფას აგრძელებს და უტიფრობას, რაც ივანიშვილიმა ჩაიდინა. პარადოქსია, თან იძახიან, რომ ჩვენ არც ერთი არჩევნების არ გვეშინია, მოვიგებთო... ოღონდ როცა ჩააგდეს და მოატყუეს ხალხი, რამდენიმე გამორჩეულ სპიკერს, ყაველაშვილს წამოსცდა ისიც, რომ ჩვენ ასე წავაგებთო... შესაბამისად, ეს ხალხი არის სამარცხვინო ლიდერის სამარცხვინო გუნდი. ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ ეს ხალხი მმართველობას ჩამოვაშოროთ, სანამ ეს არ მოხდება, მანამდე საზოგადოების ლეგიტიმური რეაქცია მათზე წნეხი. ნუ ითვლიან რომელ დღეს უფრო მწვავეა პროტესტი. ეს ასე არ ხდება. ყველაფერი მათ დაატყდებათ თავზე დამსახურებულად. სამარცხვინო კაცია ივანიშვილი და სამარცხვინო გუნდი ჰყავს. ამიტომ რასაც დასთესენ, იმაზე უარესს მოიმკიან," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)