|
2019-11-18 11:45:58, 1068 ნახვა
პოლიტიკა
მაჩალიკაშვილი: თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, სათითაოდ გამოვათრევთ
„იცოდეთ, არავინ აქ არ შევა და თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, გამოვათრევთ კაბინეტებიდან“, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტტთან განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მაჩალიკაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა იგივე სცენარის გამეორება, რომლითაც 20 ივნისს იმოქმედა. „საქვეყნოდ ვიძახი, ამათ უნდათ იგივე სცენარის გამეორება რაც მოხდა 20 ივისს. 600 დღე-ღამეა აქ ვდგავარ და ვიცი, რა სიბინძურეა „ქართული ოცნება“, ეს მთავრობა. ესენი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოახდინონ პროვოკაცია და ციხეში ჩაყარონ, დააშინონ ხალხი. ეს არის ხელიდან წასული, გახრწნილი ხელისუფლება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ ნუ წამოეგება ნურავინ პროვოკაციას. რაც შეეხება პარლამენტარებს, ვინც ცდილობს შესვლას, იცოდეთ, არავინ აქ არ შევა და თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, სათითაოდ გამოვათრევთ იმ კაბინეტებიდან. ამის დღეც დადგება“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)