|
2019-11-17 17:12:22, 1343 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: დღეს დაიწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება
„დღეს დაიწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის შენობაში ვერ შევა ვერც ერთი ივანიშვილის გოშია, ვიდრე არ გაფორმდება ქართველი ხალხის გამარჯვება და არ შეიცვლება საარჩევნო სისტემა. „საქართველოს მთავარ მოედანზე შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ ჩვენ აქ რაღაც მოთხოვნები გავაჟღეროთ, არამედ ჩვენ უნდა დავიწყოთ გაფორმება იმის, რაც უკვე შედგა. დღეს ჩვენ ვიბრუნებთ ყველაზე მთავარს და ეს არის ჩვენი სამშობლო. რამდენჯერაც არ უნდა დაგვემუქროს ივანიშვილი და რამდენი მუშტიც არ უნდა მოგვიღეროს მას ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია. დღეს ქართველი ხალხი აქ გავაფორმებთ გამარჯვებას სიბნელეზე, გამარჯვებას ოლიგარქიაზე. მე მინდა რუსი ჯალათის, გიორგი გახარიას გასაგონად ვთქვა, რომ ყველა საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა მოახდინოს სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის პიკეტირება. დღეს დაიწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება. ამ შენობაში ვერ შევა ვერც ერთი ივანიშვილის გოშია და თუ შევლენ მხოლოდ ერთადერთი მიზნით, გააფორმონ ქართველი ხალხის გამარჯვება და შეიცვალოს საარჩევნო სისტემა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)