|
2019-11-17 16:21:43, 1410 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე: არსად არ ვიშლებით, ვისაც ერთი ადგილი აქვს ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას
„არსად არ ვიშლებით. ვისაც ერთი ადგილი აქვს ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას, იმიტომ რომ ამ ორგანომ დაკარგა ლეგიტიმაცია.“ - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას. მისი თქმით, ლოზუნგი "ყველა მინუს ერთი" ნიშნავს საქართველოს და რიგით მოქალაქეებს "ქართული ოცნების" გარეშე. „ყველა მინუს ერთი არ ნიშნავს ყველა ოპოზიციურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, სამოქალაქო საზოგადოებას მინუს „ქართული ოცნება“, ეს ნიშნავს ყველა რიგით მოქალაქეს და საქართველოს მინუს „ქართული ოცნება“ არსად არ ვიშლებით, ვისაც ერთი ადგილი აქვს ვიწყებთ პარლამენტი პიკეტირებას, იმიტომ რომ ამ ორგანომ დაკარგა ლეგიტიმაცია. და მორჩა, როცა ქვეყნის არაფორმალური მმართველობა გვეუბნება ფეხებზე მკიდიართ მოქალაქეებო, ოპოზიციურო პარტიებო, კონსტიტუციით გათვალისწიებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო დავუბრუნოთ მის მოქალაქეებს", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ. გრიგოლ ვაშაძემ ასევე მიმართა პოლიციას, რომ არ გაიმეორონ „გავრილოვის ღამე“. „პოლიციას მინდა ვუთხრა, ბიჭებო ყველაფერი იცვლება და თქვენ ხალხის სამსახურში ხართ და „გავრილოვის ღამე“ არ გაიმეოროთ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)