|
2019-11-17 12:16:50, 1379 ნახვა
პოლიტიკა
დღეს პარლამენტთან და სასტუმრო „რედისონთან“ აქციები გაიმართება
დღეს, თბილისში პარლამენტთან და სასტუმრო „რედისონთან“ აქციები გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და რიგითი მოქალაქეები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ. მათი მოთხოვნები უცვლელია: 1. ვადამდელი პროპორციული არჩევნები (გერმანული მოდელი, სულ 76 ხმა და 3 კვირა სჭირდება კანონის მიღებას) 2. არჩევნები ჩატარდეს დროებითი მთავრობის მიერ. (ანუ გადადგეს არსებული მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით) „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები კი სასტუმრო „რედისონთან“ შეკრებას 17:00 საათზე აანონსებენ. ირმა ინაშვილისა და მისი მხარდამჭერების მოთხოვნაა, არჩევნების პროპორციულად ჩატარება. ინაშვილის აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ შეცვლის გადაწყვეტილებას, მაშინ მთავრობა უნდა გადადგეს. „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები ოპოზიციის მასშტაბურ აქციას არ შეურთდებიან. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა განაცხადა, მისთვის მიუღებელია იმ ძალების გვერდით დგომა, სადაც ყოფილი ხელისუფლების პირველი პირები იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)