|
2015-07-21 12:18:59, 1403 ნახვა
ეკონომიკა
პირველად საქართველოსა და ამიერკავკასიაში უნიკალური პროდუქტი “ევროპა-ბეთისგან”!
"ევროპა-ბეთი“ დაარსების დღიდან, მომხმარებლებს სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებულ სხვადასხვა ღირსშესანიშნავ და მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობას სთავაზობს. ამჯერად, “ევროპა-ბეთმა“ გადაწყვიტა ახალი პროდუქტის - საფონდო ბირჟის ფსონების შეთავაზება მომხმარებლისთვის. ამ შეთავაზებით „ევროპა-ბეთი“ უკვე სათამაშო სივრცეში სრულ მომსახურებას ფლობს. საფონდო ბირჟის ფსონები საინტერესო პროდუქტია არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვს, არამედ მათთვისაც, ვინც არ არის აქტიური მოთამაშე, მაგრამ შეუძლია ანალიზის საფუძველზე გააკეთოს პროგნოზი ვალუტის კურსების, კომპანიათა აქციების, ნედლეულისა და ა.შ. ფასთა ცვალებადობის შესახებ. პროდუქტის ბინარული ოფციები არის მრავალფეროვანი, მომხმარებელს პროგნოზირებისას აქვს თავისუფალი ლავირების საშუალება, დროის მონაკვეთისა თუ აქტივის განსაზღვრისთვის და უმოკლეს ვადაში იღებს შედეგს. აქ არ არის საჭირო სიზუსტე, მთავარია მომხმარებელმა გამოიცნოს შერჩეული აქტივის საბაზრო ღირებულება გაიზრდება თუ დაეცემა, მის მიერვე განსაზღვრულ პერიოდში. პროდუქტის ბინარული ოფციები არის შემდეგი ნაირსახეობის: -Digital; - Turbo; - Touch; -One Touch; -Range ეს უნიკალური პროდუქტი უზრუნველყოფილია მოქნილი და დინამიური ინტერფეისით, მოწოდებულია სამ ენაზე: ინგლისური, ქართული და რუსული; ასევე ფართო პროფილის ფუნქციებით, ინსტრუმენტებითა და ოფციების ტიპებით. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ფინანსური ინსტრუმენტები ყველაზე ეფექტურია ტრეიდერებს შორის და იძლევა მრავალფეროვანი კაპიტალდაბანდების სტრატეგიების განხორციელების საშუალებას. საფონდო ბირჟის ფსონები არის მაქსიმალურად სრულყოფილი და სანდო პროდუქტი, რასაც განაპირობებს მისი მომწოდებელი, რომელიც წარმოადგენს გლობალურ ლიდერს ფინანსური ვაჭრობის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში და სარგებლობს უკონკურენტო რეპუტაციით. ამ პროდუქტით „ევროპა-ბეთი“ შევიდა მსოფლიო დონის კომპანიათა რიცხვში, როგორებიცაა: 888.com და Bet365; რომლებიც იგივე მომწოდებლის პროდუქტით სარგებლობენ უმსხვილეს ბაზრებზე. ცნობისთვის, „ევროპა-ბეთი“ პირველივე დღიდან იქცა ერთ-ერთ წამყვან დამოუკიდებელ ონლაინ სათამაშო ორგანიზაციად საქართველოში. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის ონლაინ თამაშებს, ისეთებს როგორებიცაა: Bookmakers, Live კაზინო, ე.წ. რულეტკა, ბლექჯეკი, სლოტ ვიდეო და კლასიკური თამაშები. ბრენდი ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს საქართველოში და მუდმივად ზრუნავს საკუთარი კლიენტების სათამაშო გამოცდილების განვითარებაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია: ეკატერინე ტოროშელიძე მარკეტინგის & PR სამსახურის უფროსი ტელ: 599227171 ელ.ფოსტა: ktoroshelidze@europe-bet.com
(R)
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



