23:23 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-16 15:10:28, 2205 ნახვა

კომენტარი
აკაკი ზოიძე: უნდა ავიღო პაუზა და დავფიქრდე

„მე უნდა ავიღო პაუზა და დავფიქრდე. რა დასკვნაც გამოვიტანე ჩემს თავში არის ის, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, მაგრამ როგორც ჩანს, გულით არა“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის, გუნდისა და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მისაღებად დროს სჭირდება.

„ერთ რამეს გეტყვით, გვქონდა უმრავლესობის შეხვედრა, ვისაუბრეთ, მოვისმინე ჩემი კოლეგების პოზიციები მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მადლობა გადავუხადე იმ კოლეგებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იმ დაპირებას, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მივეცით. ძალიან განხიბლული ვარ საბოლოოდ, გულდაწყვეტილი ვარ იმ შედეგებით, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ, რაც მიმაჩნია, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ კოლეგებმა მივეცით ჩვენ ხმა იმ დაპირების შესრულებას, რაც ჩვენ გავეცით. უნდა ავიღო პაუზა და  დავფიქრდე. არც ერთ შემთხვევაში, მე არ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს „ქართული ოცნების“ იმ ფასეულობებს და ღირებულებებს, რითაც ჩვენ მოვედით, ასევე იმ თანაგუნდელების, რომლებიც ერთგულნი არიან ამ ღირებულებების. მე უნდა ავიღო პაუზა და უნდა დავფიქრდე. რა დასკვნაც გამოვიტანე ჩემს თავში არის ის, რომ პრაგმატული პოლიტიკა გონებით მესმის, მაგრამ როგორც ჩანს, გულით არა“, - განაცხადა ზოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics