|
2019-11-16 14:18:08, 2373 ნახვა
კომენტარი
კობახიძე ოპოზიციაზე - ე.წ. გერმანული მოდელი მათაც არ აწყობთ, უბრალოდ რაღაც მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ და სხვა ვერ მოიფიქრეს
„ვფიქრობ, უფრო მეტად სპეკულაციურია ოპოზიციის მოთხოვნა. მგონია, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი მათაც არ აწყობთ, უბრალოდ რაღაც მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ და სხვა ვერ მოიფიქრეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გერმანულ მოდელზე მსჯელობა სამართლებრივი მიზეზით შეუძლებელია, რადგან ქვეყნის კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის. „რაც შეეხება ე.წ. გერმანულ მოდელს, ამაზე 2016 წელსაც იყო საუბარი. ეს მოდელი არ არის თავსებადი იმ კონსტიტუციურ მოცემულობასთან, რაც არის ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა შეუძლებელია სამართლებრივი მიზეზით. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მათ მოვუწოდებ, რომ მოემზადონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. რიგგარეშე იქნება არჩევნები თუ არ იქნება, ნებისმიერი შემთხვევაში შედეგის კუთხით ჩვენთვის პოლიტიკური მოცემულობა არ იცვლება. ერთ შეთხვევაშიც და მეორეშიც დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს. ჩვენთვის პოლიტიკური განსხვავება ამ კუთხით არ არსებობს. ვფიქრობ, უფრო მეტად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა, მათაც არ აწყობთ, უბრალოდ რაღაც მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ და სხვა ვერ მოიფიქრეს. ჯერ იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც ჩვენთვის არაფერს არ ცვლის და ეხლა საუბარია გერმანულ მოდელზე, რომელიც არ არის თავსებადი კონსტიტუციასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, ოპოზიციამ თავდაპირველად გარდამავალი მთავრობის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით ვადამდელი არჩევნების ტარება მოითხოვა. გუშინ გამართული კონსულტაციების შემდეგ კი, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით უნდა ჩატარდეს, რომელიც მათი მტკიცებით, არსებული ვითარების გამოსასწორებლად ყველაზე მოკლე გზაა.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)