|
2019-11-15 20:30:26, 2598 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ქვეყანას პროპორციული საარჩევნო სისტემა ექნება 2024 წლიდან, როგორც ეს კონსტიტუციაში გვიწერია [ვიდეო]
„დანაპირებს შევასრულებთ - ქვეყანას პროპორციული საარჩევნო სისტემა ექნება 2024 წლიდან, როგორც ეს კონსტიტუციაში გვიწერია“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ შეასრულა ხელისუფლებამ გაცემული დაპირება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის სამწუხაროა, რომ ინიციატივამ პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რადგან მიიჩნევს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. „მე ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ვთვლი, რომ არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ეს სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში. შესაბამისად, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და გვინდოდა, რომ განხორციელებულიყო. თუმცა, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება 2024 წლიდან, როგორც ეს კონსტიტუციაში გვიწერია“, - განაცხადა პრემიერმა. რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს, პრემიერმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან საუბარი მხოლოდ ბიუჯეტის პროექტს ეხებოდა. „რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების, პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს. ამიტომ, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ 2020-ის ბიუჯეტზე. იყო გარკვეული შეკითხვები, განსაკუთრებით მაჟორიტარებს ჰქონდათ შეკითხვები. ჩვენ ამ შეკითხვებს პასუხი გავეცით, ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი და ეს იყო შეხვედრის ძირითადი მიზეზი“, - აღნიშნა გახარიამ.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)