|
2019-11-15 18:25:55, 2475 ნახვა
კომენტარი
კალაძე მის მიერ ნინო წილოსანზე ზეწოლის შესახებ უგულავას განცხადებას „აბსურდულს“ უწოდებს
თბილისის მერი კახა კალაძე, მის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანზე ზეწოლის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას „აბსურდულს“ უწოდებს. კალაძის თქმით, როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანი, კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებში ჩართული იყო, თუმცა ზეწოლა არავის მიმართ არ განუხორციელებია. „არ ვიცი რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი გიგი უგულავას აბსურდულ ბრალდებაზე. ჩვენი ხელისუფლების უბედურება არის ის, რომ ისეთი ქურდბაცაცა ადამიანები, როგორიც იყო გიგი უგულავა, რა დღეში ჩააგდო ქალაქი, ამას დღეს ვიმკით. ადამიანმა, რომელმაც მოიპარა 50 მილიონი და დღეს გარეთ დადის, თუ რატომ და რისთვის, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ის ალბათ თავისი გადმოსახედიდან და თავისი მესინჯერიდან უყურებს ყველაფერს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. მე ვარ პარტიის გენერალური მდივანი და რა თქმა უნდა, კონსულტაციებში და მოლაპარაკებებში ვიყავი ჩართული იმ მიზნით, რომ შეგვძლებოდა არსებული სისტემის ცვლილება განგვეხორციელებინა. თუმცა, როგორც ნახეთ ეს შედეგი არ დადგა და მოხდა ის რაც მოხდა. ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და ერთი ადამიანი მაინც მითხარით, თუნდაც განსხვავებული აზრის ადამიანების მიმართ ჩემი თანამდებობა ბოროტად გამომეყენებინოს, ვინმესთვის არასწორად მიმემართოს, არასწორად მქონდეს კომუნიკაცია, ვინმე დამეჩაგროს ან ა.შ. ერთსაც ვერ დამისახელებთ ასეთს", - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, დღეს გიგი უგულავამ განაცხადა, რომ დეპუტატი ნინო წილოსანი კახა კალაძემ „აკაჩავა" და აიძულა, პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის მხარი არ დაეჭირა.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)