|
2019-11-15 16:14:53, 2088 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: რადგან კანონპროექტმა მოაგროვა 100 ხმაზე მეტი, ის მეორე მოსმენაზეც გავა
„რადგან კანონპროექტმა მოაგროვა 100 ხმაზე მეტი ეს ნიშნავს, რომ ის მეორე მოსმენაზე მაინც გადის“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტი, სადაც წერია, რომ კონსტიტუციური ცვლილების განსახორციელებლად საჭიროა 113 ხმა, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რომლის გასწორებაც რეგლამენტის ცვლილებითაა შესაძლებელი. „ეს კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ისევ დადგება კენჭისყრაზე. ის არ არის ჩავარდნილი, უბრალოდ მან ვერ მოაგროვა 113 ხმა, რადგან კონსტიტუციის ჩანაწერს ორი კვორუმი უწერია. ეს არის 2/3 და 3/4. რაც დღევანდელი მოცემულობით ნიშნავს 113 და 100 ხმას. რადგან კანონპროექტმა მოაგროვა 100 ხმაზე მეტი ეს ნიშნავს, რომ ის მეორე მოსმენაზე მაინც გამოდის, თუმცა შემდეგ ეტაპზე იქმნება წინააღმდეგობრივი ჩანაწერი. კონსტიტუციაში არ წერია, რომ მეორე და მესამე მოსმენის დროს, თუ 113 ხმას მოაგროვებს კანონპროექტი შემდეგ პრეზიდენტს მაინც გადაეგზავნება თუ არა ხელმოსაწერად, ამაზე არაფერია ნათქვამი. განსხვავებაა რეგლამენტში. ამიტომ რეგლამენტი დაბალი კანონია, კონსტიტუციას შედარებით მაღალი იერარქია აქვს. შესაბამისად ამ წინააღმდეგობის გასწორება შესაძლებელია რეგლამენტის ცვლილებით“, - ამბობს ეკა ბესელია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)