|
2019-11-15 14:01:04, 1442 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი: გამიჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ამეხსნა, რატომ ვერ შევასრულეთ პირობა
„გამიჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ამეხსნა რატომ ვერ შევასრულეთ გაცემული პირობა“, - ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან გაკეთებული მწვავე განცხადებები სრულიად მოსალოდნელი იყო. „მე ვტოვებ თანამდებობებს და უმრავლესობას. მე „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ მაღალი თანამდებობები მიჭირავს. ასევე ვარ საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი. მე დავტოვებ ამ თანამდებობებსაც. რაც შეეხება დანარჩენს, თუ როგორი იქნება ჩემი ურთიერთობა ჩემს გუნდთან ამაზე მოგვიანებით ჩამოვყალიბდებით. მთელი ამ თვეების განმავლობაში პირადად ჩემი პასუხისმგებლობა იყო ჩვენი პარტნიორებისთვის, როგორც აშშ-ში, ასევე ბრიუსელში, სტრასბურგში და სხვადასხვა დედაქალაქებში ჩვენი გადაწყვეტილების გაცნობა.მე თვითონ ველაპარაკებოდი ამ ადამიანებს და ვუქმნიდი ამის მოლოდინს, რომ ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდებოდა და ბუნებრივია გამიჭირდებოდა მათთვის ამეხსნა რატომ ვერ შევძელით ასე თამამად გაცემული პირობის შესრულება. ის , რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე განცხადებები კეთდება არ მიკვირს, რადგან ჩვენ ამ დროის განმავლობაში ყველას ვარწმუნებდით და ვამბობდით, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა,“, - ამბობს ჩუგოშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)