|
2019-11-15 12:06:24, 1307 ნახვა
პოლიტიკა
ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
ფრაქცია „კონსერვატორის“ დეპუტატებმა ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს - ამის შესახებ მათ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „გუშინდელი გადაწყვეტილება როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია. ამიტომ, მე ზვიად ძიძიგურმა მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ უმრავლესობას“, - განაცხადა ძიძიგურმა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ფრაქცია „კონსერვატორების“ სხვა წევრები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის 9 დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, სოფიო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა, თამარ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)