|
2019-11-14 21:35:41, 1765 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გიორგი მარგველაშვილი მივიდა
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მან სიტყვით გამოსვლისას ყველა მის მეგობარს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დღეს ბრძოლა არა პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ რიგითი მოქალაქეების უფლებებს ეხება. „მივმართავ იმ ადამიანებს ვინც დღეს ტელევიზიებთან არიან. არ არსებობს თავისუფლების მოპოვება თავისუფლების დაცვის გარეშე. ვერცერთი ჩვენგანი ვერ მოიპოვებს ტავისუფლებას თუ თავის წვლილს არ შეიტანს ამ პროცესში. აქ არ უნდა გაჩერდეს პოლიტიკური პროცესი მანამ სანამ ჩვენ არ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ჩვენი ხმის უფლება იქნება გარანტირებული. მე მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს ვინ ახლა გვიყურებს, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ იდგნენ აქ, რათა დაიცვან ჩვენი დემოკრატია. სხვაგვარად ეს ქვეყანა არ შედგება. სხვანაირად ჩვენ ვიქნებით მუდმივად ტყვეობაში. დღეს ბრძოლა არ ეხება პოლიტიკურ ინტერესებს, დღეს ბრძოლა ეხება რიგით მოქალაქეებს, მათ უფლებებს. მე მივმართავ ჩემ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ იმ საქართველოს რომელსაც ისინი იცნობდნენ ცდილობდნენ დაუმთავრონ მომავალი. მე განსაკუთრებით მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს. გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, უნარი და კავშირები, რათა ამ პროცესზე გავლენა მოახდინოთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)