|
2019-11-14 20:19:01, 1765 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში 20 ოპოზიციურ პარტიასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის კონსულტაციები დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რომ ყველაზე შეურიგებელი პარტიებიც კი, გააერთიანა. "ჩვენ რამდენიმე მოთხოვნა გვექნება, პირველი გადასვლა პროპორციულ სისტემაზე რომელიც ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამის შემდეგ კი პროპორციული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ესენია ჩვენი მოთხოვნები და ამისთვის ვიბრძოლებთ ჩვენ. ივანიშვილმა საზოგადოებას უთხრა, რომ ის აპრებს, ხელისუფლების უზურპაციას ნებისმიერი გზით, ამას ჩენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის პარალერულად, ოპოზიცია პროტესტის სხვადასხვა ფორმებსაც მიმართავს. "ძირითადი შეთანხმება შედგა, ჩვემ მთლიანად ოპოზიცია მზად ვართ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ ნებისმიერი სისტემით დანიშნულ არჩევნებს მოვუგებთ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ ვადამდელი არჩევნები არის საერთო მოთხოვნა“, - განაცხადა დავით ბერძენივილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)