17:34 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 17:42:48, 2964 ნახვა

სამართალი
კახა საბანაძე: შსს-ს მხრიდან ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა მინიმუმადე იყოს დაყვანილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალ კურსთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კახა საბანაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.    

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მსგავსი კატეგორიის დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლა, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს ვგულისხმობ და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, ჩვენი მხრიდან ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა მინიმალურად იყოს დაყვანილი მსგავსი კატეგორიის დანაშაული.  ჩვენი მხრიდან, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება, ვთანამშრომლობთ ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან", - განაცხადა კახა საბანაძემ.   

დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს პროგრამის - "HELP" - ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალი კურსის პრეზენტაცია იმართება. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახა საბანაძემ ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა. კურსი განკუთვნილია პროკურორებისთვის, მოსამართლეებისა და გამომძიებლებისთვის.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics