|
2019-11-14 14:07:56, 1219 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ისეთი სამარცხვინო რამ მოხდა, პარლამენტი აღარ ჰყავს ქვეყანას
„დღეს ისეთი სამარცხვინო რამ მოხდა, პარლამენტი აღარ ჰყავს ქვეყანას“, - ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. მისი თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა ყველა მისი და სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდნენ. „ყველა ჩვენ მხარდამჭერს და ასევე სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც მოვუწოდებ გადავიდეთ ქუჩაში. დღეს ისეთი სამარცხვინო რამ მოხდა პარლამენტში, რომ პარლამენტი აღარ ჰყავს ქვეყანას. მე როგორც ვატყობ, ხელისუფლებაც აღარ ჰყავს ქვეყანას. პასუხისმგებლობას შექმნილ კრიზისზე ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების პოლიტიკურ ელიტას. ორი დღის განმავლობაში იყო პოლიტიკური მელაკუდობა, სრულიად დაუჯერებელია, რომ მაჟორიტარები აუმხედრდნენ ბიძინა ივანიშვილს, წარმოუდგენელი რამ არის ეს და თუ ეს ასეა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი როგორ მართავს პარტიას? როგორ არის პარტიის თავმჯდომარე თუ მის ხედვას, მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს მისივე გუნდი. „ქართული ოცნება“ ქვეყანასაც ვერ მართავს და ამიტომ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლება ხელში არ ჩაიგდონ „ნაციონალური მოძრაობის“ ავანტიურისტებმა. აი ეს უნდა გავაკეთოთ, ახლა ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)