|
2019-11-14 14:03:40, 1075 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე: დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყანა ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა
„დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყანა შევიდა ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იყო ტყუილი, რომლის ფასსაც გადაიხდის მთელი საქართველო. „ჩვენ კარგად გვახსოვს, რას უშვება ივანიშვილი და "ქართული ოცნება" იმ ადამიანებს, მათივე წევრებს, ვინც რამეში არ ეთანხმება. როგორც კი დათო ჭიჭინაძემ დაიწყო ირაკლი კობახიძის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და პარტიიდან, როგორც კი ეკა ბესელიამ დაიწყო მოსამართლეების სიის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და ამაზრზენად მოექცნენ მასთან მიმართებაში. როდესაც სხვა დეპუტატებმა დაიწყეს რაიმეს გაკეთება ზოგი სუსში დაიბარეს და ზოგიც უმრავლესობიდან გარიცხეს. ამიტომ , ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიცით, როგორ ექცევა ივანიშვილი და უმრავლესობა მისთვის არასასურველ დეპუტატებს. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ მწვანე შუქი და ისინი გამოდიოდნენ უმრავლესობის დროით. ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო ტყუილი და ამ ტყუილის ფასს დღეს გადაიხდის მთელი საქართველო, მაგრამ ამ ტყილის ფასი უნდა გადაიხადოს „ქართულმა ოცნებამ“. დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყანა შევიდა ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში და დავდექით ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)